logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 20:48

 

 თბილისი- ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია, შავი ზღვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედება, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო პლატფორმის შექმნა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს აღმოსვალეთ პარტნიორობის ფორმატში 2020 წლის შემდგომი მიზნების თვალსაზრისით.

 

 „2020 წლის შემდეგ  მოლოდინებთან და კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია, რაც გზას გაგვიხსნის, რომ ვისარგებლოთ 4 თავისუფლებით, კერძოდ, ეს არის კაპიტალის, საქონლის, მომსახურების და  ადამიანის გადაადგილების თავისუფლება. ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედება, მხედველობაში მაქვს ერთობლივი სატრანსპორტო პროექტები“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, მნიშნელოვანია ასევე, რომ  აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო პლატფორმის შექმნა, რაც დააკავშირებს რეგიონს და ევროკავშირის ბიზნესებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციას.

 

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის სივრცეში ფულადი გადარიცხვების  განხორციელების ეფექტიან მოდელებზე, ასევე, როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციასა და ევროკავშირის ერთიან საგანმანათლებლო ინოვაციების და კვლევების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უკვე შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები აღმოსვალეთ პარტნიორობის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner