logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 20:12

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ წვლილზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის მხარეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner