ლონდონის „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა, ნათქვამია „სოთბის“ აუქციონის სახლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო, „ჩვენი ნიკოსი“ კი - 4 000 ფუნტი.
„სოთბის“ ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები.