საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე ქართულ -აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შედეგად, საახელმწიფო საზღვრის 67-68% შეთანხმებულია, დაახლოებით 30 % კი კვლავ ღიად რჩება.
მინისტრის თქმით, ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„აზერბაიჯანთან შესათანხმებელი დარჩენილი ტერიტორიის 30% რჩება. ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. შემდეგ მას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზალკალიანმა დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატებთან შეხვედრისას.