logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ხვალ გავიგებ, ჩემმა შიმშილობამ თუ გამოიღო შედეგი
- +

7 ივნისი. 2016. 16:53


დღე- ნახევარი დარჩა ამ ჯოჯოხეთის დამთავრებამდე და მეც დავმთავრდი უკვე. რა ბედნიერებაა, ვისაც ჭამა შეუძლია", - ამის შესახებ FACEBOOK-ზე გია მაისაშვილი წერს, რომელიც მძიმე სენს 40 დღიანი შიმშილობით ებრძვის.


აი, ხვალ გვაქვს სანერვიულო დღე, ახლა მაცნობეს რომ ხვალ 4 საათზე ორთაჭალაში ნიუ ჰოსპიტალში დანიშნულია ტვინის სკანირება ტომოგრაფია და გავიგებთ თუ ამ შიმშილობამ შედეგი იქონია სიმსივნეზე. აქამდე არ მეშინოდა, ახლა კი ფეხები მიკანკალებს, თუმცა მეტი რაღა ვქნა , რაც იქნება იქნება, უბრალოდ ამ შიმშილობის დროს ოთხი წიგნი დავწერე და ერთი სული მაქვეს შავი ვარიანტი გადავბეჭდო და გამოვცეთ. თან ჩემი დისშვილის ორწილია ბათუმში 25-ში და ფორმაში მინდა მანამდე შესვლა, არ ჩავუშალო ქორწილი", - წერს მაისაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner