logo_geo
eng_logo
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
- +

18 ოქტომბერი. 2019. 01:10

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

 

ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

„ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner