logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: საპროკურორო საბჭო უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც ზედამხედველობის, ისე გამჭვირვალობის კუთხით
- +

18 ოქტომბერი. 2019. 11:18

საქართველოს პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემდეგ პირველად ხდება საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება.

 

„დღეს ხდება უნიკალური შემთხვევა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემდეგ პირველად ხდება საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება. დღეს ვადა ეწურება 6 წევრს, შესაბამისად, მოხდება 6 წევრის არჩევა. საპროკურორო საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც ზედამხედველობის, ისე გამჭვირვალობის კუთხით“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით: 2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე; 1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე; 2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული - საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე; 1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner