logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: უვადოპატიმრობამისჯილი გია გელაძე გაათავისუფლეს!
- +

7 ივნისი. 2016. 16:53


უვადოპატიმრობამისჯილი გია გელაძე გაათავისუფლეს - ამის შესახებ FACEBOOK-ზე ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ დაწერა, რომელსაც აწ უკვე ყოფილი პატიმარი თავად დაუკავშირდა.



„მეგობრებო,ნამდვილი სასწაული! უპრეცედენტო მოვლენა!

ახლა, ამ შუაღამით დამირეკა უვადოპატიმრობამისჯილმა გია გელაძემ და მომახარა,რომ ახლახან იგი გაათავისუფლეს!!!

 

არადა, "ასავალ-დასავალის" ბოლო ნომერში გია გელაძესთან ინტერვიუა გამოქვეყნებული. ციხიდან მელაპარაკა, ღვთის ნება თუ იქნება,"ასავალ-დასავალის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, გლდანის ციხიდან გათავისუფლებულ უვადო პატიმართან! დღეს კი მივულოცოთ ამ ადამიანს,ფაქტობრივად, მეორედ დაბადება ამ ქვეყანაზე! მან ხომ ციხეში 19 წელი და 4 თვე გამოუსვლელად გაატარა...", - წერს დავითაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner