logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში
- +

18 ოქტომბერი. 2019. 12:25

 

„ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ამირან გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ის თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის პრობლემატიკას საქართველოს გენერალურ პროკურორამდე მიიტანს.

 

„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის, რომ, პირველ რიგში, ვიყო თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში, მივიტანო თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის პრობლემატიკა საქართველოს გენერალურ პროკურორამდე და დავსვა ეს საკითხები. გამოწვევა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი, მათ შორის, ძირითადი მიმართულებები პრიორიტეტებად რომ დავყოთ, ამ შემთხვევაში, რანგირების საკითხი პროკურორების, შეფასების სისტემის შემოღება და სხვა მრავალი საკითხი, რაზეც შეიძლება საუბარი საპროკურორო საბჭოში. საქართველოს ჰყავს არჩეული გენერალური პროკურორი, შესაბამისად, ჯერ ამ საკითხზე საუბარი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია. ის არის მოქმედი გენერალური პროკურორი. ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობით სრულად არის გაწერილი, ზოგადად ვის აქვს გენერალური პროკურორის წარმოდგენის შესაძლებლობა და უფლებამოსილება და როდესაც ეს საკითხი დადგება, დავუშვათ, დღის წესრიგში, იმ შემთხვევაში, თუ ვიქნები არჩეული და თუ ეს მოცემულობა იქნება, მაშინ ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner