logo_geo
eng_logo
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო
- +

18 ოქტომბერი. 2019. 12:49

 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

 

აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner