20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.