საქართველოს მთავრობა იყალთოს ხევის განვითარების პროექტს განახორციელებს.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის განვითარების შესაძლებლობები, ტურისტული ობიექტის მიმზიდველობა.
„შესწავლის დამთავრების შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, იყალთოში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შესაბამისად, მისი ტურისტული მიზმიდველობა საკმაოდ მაღალია. ასევე დღეს ჩვენ ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა გავიტანეთ და აქაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება სივრცითი მოწყობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ურეკი-შეკვეთილის მიმართულებით განვითარება იქნება სწორი. არ იქნება ქაოტური განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მაღალი დონის კურორტს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.