logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების მოსმენაზე: გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი
- +

18 ოქტომბერი. 2019. 15:31

 

ევროკავშირში ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნან კონკრეტული კანდიდატების შესახებ და „პირადად დარწმუნდნენ იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს“.

 

ამასთან, ევროკავშირის ელჩმა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ეუთოს დასკვნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასკვნის ამ ნაწილში მკვეთრი კრიტიკა იყო გამოთქმული.

 

„რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, უკვე მკაფიოდ იყო საუბარი ეუთო-ს ანგარიშებში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კრიტიკა არის გამოთქმული. ზოგადად, ეუთო-ს ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა, ამ ნაწილში მკვეთრია კრიტიკა. თვითონ პროცესს რაც შეეხება, რისი მომსწრენიც ვართ პარლამენტში, ჩემი შეფასებით კარგი ნიშანია ის გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნას კონკრეტული კანდიდატის შესახებ, რადგანაც სწორედ ასეთი პროცესი აძლევს პარლამენტის წევრს შესაძლებლობას და აღჭურავს მას საჭირო ინფორმაციით, რომ პირადი გამოცდილებით დარწმუნდეს იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს - მის პროფესიულ თუ პირად კეთილსინდისიერებაში, ამიტომ გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner