logo_geo
eng_logo
დავით ყაზარაშვილი: აქ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი არის ღირსეული
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:09

 

„აქ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი არის ღირსეული“, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

 

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ტარდება პროკურორთა კონფერენცია, უნდა ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი და წარმოდგენილია 12 კანდიდატი. მე მიმაჩნია, რომ ყველა ეს კანდიდატი არის ღირსეული კანდიდატი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა არჩევანი გავაკეთეთ 6-6 კანდიდატზე, და ვთვლი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საპროკურორო საბჭოს წევრობას ყველა ღირსეულად გასწევს. ვერ გეტყვით, ვინ არის ჩემი ფავორიტი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა კანდიდატი არის ღირსეული“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner