ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალმა ხელმძღვანელმა არჩევნების მეორე ტურში 115 ხმა მიიღო და კონკურენტს შეიხ სალმანს 27 ხმით აჯობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფიფას ახალ პრეზიდენტს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიულოცა, რომელიც ინფანტინოს ღია მხარდამჭერი იყო.