logo_geo
eng_logo
დავით ფერაძე: თამარ სანიკიძის ყოველდღიური ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 ლარს უტოლდებოდა
- +

7 ივნისი. 2016. 17:05

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარე დავით ფერაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განათლების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ფერაძის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში განათლების სამინისტროს აპარატის წევრებზე და მაღალჩინოსნებზე გაცემულია დაუსაბუთებელი პრემია-დანამატები 635 583 ლარის ოდენობით. ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ თამარ სანიკიძის ყოველდღიური ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 700 ლარს შეადგენდა. ფერაძის განცხადებით, პროკურატურაში თამარ სანიკიძის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება კორუფციულ საქმესთან და პოლიტიკური დევნის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

 

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამინისტროს მაღალჩინოსნებზე და აპარატის მუშაკებზე სულ გაცემულია დაუსაბუთებელი და არამიზნობრივი პრემია-დანამატი 635 583 ლარის ოდენობით, მაისის ჩათვლით კი საშუალოდ 847 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ეს გახლავთ დაახლოებით 8 ათასი მოსწავლის კვარტალური დაფინანსების ოდენობა. სწორედ ამდენი მოსწავლე ჩაიჭრა გამოსაშვებ გამოცდებში. ექს-მინისტრ სანიკიძის ყოველთვიურმა ანაზღაურებამ წელს 6250 ლარი შეადგინა, კვარტალურად კი - 18 750 ლარი. მაგრამ ეს არის ხოლოდ სახელფასო ანაზღაურება, თუ ამას დავუმატებთ ავტომანქანით მომსახურებას, სამივლინებო, საკომუნიკაციო და სხვა ხარჯებს, უხეში გაანგარიშებით გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მისი ყოველდღიური შენახვა თითქმის 700 ლარ უჯდებოდა. მთელი სამინისტრო საწვავ-საპოხ მასალებზე თვის განმავლობაში ხარჯავს 12 ათას ლარამდე. ამას თუ დავუმატებთ 200-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომლის შტატ, რომელთა უმრავლესობა ხელოვნურად იყო შექმნილი, სახელმწიფო შესყიდვებს და სხვა ხარჯები კიდევ უფრო მოცულობითი ხდება. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შემცირდეს საბიუჯეტო თანხები.

 

სანიკიძის უხმაუროდ წასვლაში დიდი როლი ითამაშა პროკურატურაში მის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ კორუფციულ სქემაზე და პოლიტიკური დევნის ორგანიზებაზე“,- განაცხადა ფერაძემ. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner