logo_geo
eng_logo
სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე: გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც...
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:26

 

„გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ ეკონომიკურ რეფორმებს, ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ  მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟენგმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, იმსჯელეს  ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მიმოიხილეს რეფორმების დინამიკა. 

 

„ძალიან პროდუქტიული დისკუსია მქონდა საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობენ. მისასალმებელია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანაში მოხდა ეკონომიკური განვითარების  თვალსაზრისით. ეკონომიკა გაიზარდა, გახდა უფრო მოქნილი ბოლო წლების განმავლობაში, რაც  აისახა სტაბილურ და სოლიდურ ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ კონსტრუქციული და პროდუქტიული ურთიერთობით, რომელიც არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის“, -  განაცხადა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგმა.

 

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner