logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი უახლოეს წარსულში გვინახავს
- +

7 ივნისი. 2016. 17:10


საქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების და სოციალური კუთხით.



იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია, ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, კონკრეტული მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ კონკრეტულ გეგმას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ და ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველას. ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს. მინდა ყველა თქვენგანს ვუსურვო წარმატებები, მეტი ოპტიმიზმი და უფრო მეტი რწმენა ჩვენი მომავლის, რაც აბსოლუტურად საფუძვლიანია. დამერწმუნეთ, ჩვენ ამ გეგმებს ნამდვილად განვახორციელებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner