„ლგბტ პირთა 98 პროცენტს არანაირი ფსიქიკური ან ფიზიოლოგიური გადახრა არ აქვთ, არამედ გარყვნილი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან", - ამის შესახებ მედიცინის პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.
როგორც პროფესორი აღნიშნავს, ლგბტ პირების 98 % გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. მისივე თქმით, ისინი მოსახლეობის ტრადიციებსა და კრედოს ეწინააღმდეგებიან.
„ისინი სექსუალურ ორიენტაციას მორალური ნორმების მიმართ პროტესტის ან მატერიალური დაინტერესების გამო იცვლიან. აღსანიშნავია „მიბაძვის" მომენტიც. სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ დაავადებულ 2 %-ს მაქსიმალურად დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში და შექმნას არასრულფასოვან ადამიანებთან მიდგომის შემწყნარებლური გარემო. რაც შეეხება 98 %-ს, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან, უპირისპირდებიან მოსახლეობის ტრადიციებს და მორალურ კრედოს - სახელმწიფო მათ დაუნდობლად უნდა ებრძოლოს შესაბამისი კანონშემოქმედი საქმიანობით და ზნეობრივი ნორმების პროპაგანდით გააბათილოს მათი უზნეო რიტორიკა. ასეთი გამოცდილება მსოფლიოს რიგ დემოკრატიულ ქვეყნებში უკვე არსებობს", - აცხადებს პროფესორი.
მისივე თქმით, თუ პირის სქესის გამოცვლა მის გარყვნილებას უკავშირდება, სახელმწიფომ ასეთი ოპერაციები უნდა აღკვეთოს. ზურაბ ქუმსიაშვილს მიაჩნია, რომ სქესის შეცვლა ადამიანის ორგანიზმში უამრავ ცვლილებას იწვევს.
„თუ ადამიანი სქესის გამოცვლას არა დაბადებიდან დაყოლილი არასრულფასოვნების აღმოფხვრის მიზნით, არამედ გარყვნილების მიმდევრობის გამო ცდილობს, მას ასეთი ოპერაცია არ უნდა გაუკეთდეს, რადგან შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მიიღოს. სქესის შეცვლა ორგანიზმში რიგ ფუნდამენტურ ცვლილებებსაც იწვევს, რისი წარმოდგენაც ოპერაციამდე შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, ადამიანმა მცდარი არჩევანი გააკეთოს და მთელი დარჩენილი ცხოვრება სანანებლად გაუხდეს", - აცხადებს პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.