ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა „ათენა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ფარცვანიამ დაათვალიერა და მეწარმის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
კოოპერატივ „ათენას“ სათბური 3500 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული. მეწარმე აქ წარმოებულ ბოსტნეულს ქართულ ბაზარზე ყიდის, სასათბურე მეურნეობაში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
კოოპერატივმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, მან „ერთიანი აგროპროეტის“ ფარგლებში 110 ათას ლარიანი გრანტი მიიღო, ხოლო 160 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის" საშუალებით.
სასათბურე მეურნეობა „ათენა“ გაფართოებას და დამატებითი სათბურების აშენებას აპირებს, რაც მეტი ადგილობრივის დასაქმებას შეუწყობს ხელს.