საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.
საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.
უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. კომისიამ აუდიტორული კომპანია 21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს. როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგი“ -მ განახორციელა.