logo_geo
eng_logo
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს
- +

18 ოქტომბერი. 2019. 21:56

 

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.



საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს   აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.



უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც  საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების  ანგარიშგების  აუდიტს განახორციელებს. კომისიამ აუდიტორული კომპანია  21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს.  როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა  ფირმა „ერნსტ ენდ იანგი“ -მ განახორციელა.​

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner