logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: გვაქვს შანსი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას ვუმასპინძლოთ
- +

18 ოქტომბერი. 2019. 23:22

 

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, სადაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რადგან აღნიშნულ ფორუმს ყოველ წელს ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში და მის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება მინიმუმ 5000 ადამიანი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბანკის პრეზიდენტმა  ჩვენ მხარდაჭერა აღგვითქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ფორუმის თბილისში ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ვფიქრობთ 15 ნოემბრამდე, ეს კენჭისყრა ჩატარდება და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შანსი ყველაზე მაღალია სხვებთან შედარებით.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner