logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლისთვის მშპ-ის 5%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი
- +

18 ოქტომბერი. 2019. 23:44

 

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საქართველოს პარტნიორები ერთხმად აღიარებულია იმ წინსვლას, რომელიც ქვეყანას აქვს რეფორმების ნაწილში.

 

როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. 


მისივე თქმით, პარტნიორებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ მიუხედავად იმ საგარეო შოკებისა, რომელიც კავკასიის რეგიონში არსებობს ბოლო წლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება.



ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ 5%-იანი ზრდა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, საკმაოდ ამბიციური და გამბედავია ამ მოცემულობაში. მთავარია, რომ ამ ფონზე, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ რეფორმების გზიდან. საუბარია, ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მიმდინარეობს მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში, ასევე, უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციური, ფისკალური თუ სხვა რეფორმები. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მდგრადად მივყვეთ ამ მიმართულებას და ისინიც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner