„გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 2401-ე მუხლით, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
„ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, კორპუსში მცხოვრები ყველა პირი გამოიკითხება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.