logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის უფროსი: გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება
- +

19 ოქტომბერი. 2019. 14:07

 

 

„გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.

 

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 2401-ე მუხლით, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

 

„ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, კორპუსში მცხოვრები ყველა პირი გამოიკითხება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner