logo_geo
eng_logo
სერგო თეთრაძის მეუღლეს პოლკოვნიკის უდანაშაულობის დადგენილება გადასცეს
- +

7 ივნისი. 2016. 17:16


პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე და ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდნენ.


პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ოჯახს მთავარმა პროკურატურამ ის დადგენილება გადასცა, რომლის მიხედვითაც,  2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სერგო თეთრაძე უდანაშაულო იყო და მის საქმეში მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ფიქსირდებოდა.

 

სერგო თეთრაძის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 105 -მუხლის პირველი ნაწილის " ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", -ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს საგამოძიებო განყოფილების პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner