მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მაჯისცემას დღეს საქართველოში არცერთი ტელევიზია არ გამოხატავს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" არსებობს ამ ქვეყანაში? გრანტების ფულით სულელური ინფორმაციების გამავრცელებელ ტელევიზიაზე არ გესაუბრებით... თითოეული ჩვენგანის ფულით რომ სულდგმულობს და ჩვენს ინტერესების სფეროს რომ უნდა მოიცავდეს, ასეთი მახსოვს, იყო ჩემს ბავშვობაში. დიდი ხანია ასეთი ტელევიზია საქართველოში აღარ არის.
საზოგადოების მაჯისცემას არცერთი ტელევიზია არ გამოხატავს", -ამბობს გიორგი მამაცაშვილი.