logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

19 ოქტომბერი. 2019. 14:39

 

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, თბილისში, პეკინის გამზირზე დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,  ცეცხლსასროლი იარაღი „კოლტი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner