logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ნდობის ჯგუფში შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეეხებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ შესყიდვებს და სხვა საკითხებს
- +

19 ოქტომბერი. 2019. 18:02

 

„საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ნდობის ჯგუფში“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დღეს ნდობის ჯგუფის ფარგლებში მოვუსმინეთ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, შესყიდვებთან დაკავშირებული, ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებული საკითხები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო საიდუმლოებას და სახელმწიფო შესყიდვებს. ასევე, საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ნდობის ჯგუფში. სამწუხაროდ, ჩვენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს შეეხებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ შესყიდვებს და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner