ავტორი სოფო ხუგოიანი
თბილისის საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას, რომ ცილისწამების მუხლი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაბრუნდეს, გამოეხმაურა „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე. მამრაძის თქმით, ეს მუხლი ბოროტად იქნება გამოყენებული ხელისუფლების მიერ და შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
„ამ ეტაპზე საქართველოში ცილისწამების მუხლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაბრუნებას არ ვეთანხმები, ვინაიდან, ეს ბოროტად იქნება გამოყენებული ხელისუფლების მიერ და შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. არაერთხელ ვყოფილვარ ცილისწამების ობიექტი. როცა ადამიანს ისეთ რამეს სწამებენ, რაც არ გაუკეთებია, გასაჩივრების საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თუნდაც ფულადი ჯარიმები, მაგრამ არა სისხლის სამართლით განხილვა", - ამბობს მამრაძე.