logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
- +

19 ოქტომბერი. 2019. 19:06

 

ამ დროისთვის ქარელის მუნიციპალიტეტში, ატოცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. შეიარაღებულმა პირებმა, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი, სადაც დღეს დილით გამოჩნდნენ, ცოტა ხნის წინ დატოვეს.

 

„ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, მხოლოდ ჩვენი პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. რაც შეეხება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს დილით გამოჩნდნენ, ტერიტორია დატოვეს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსსთან“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით ლითონის ბადეები მიიტანეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner