logo_geo
eng_logo
გორის გვირაბში, თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

19 ოქტომბერი. 2019. 20:55

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის გვირაბში, 20 ოქტომბერს,  საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა 11:00-დან 18:00 საათამდე იმოქმედებს და საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აიკრძალება.


როგორც „რეპორტიორს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა.

დროებითი შეზღუდვის გამო, ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით იმოძრავებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner