logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ სურდეს, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, სტაბილური და საქართველო უნდა აწყობდეს
- +

19 ოქტომბერი. 2019. 22:09

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, რუსეთი ვიცილიზებული სამყაროს ნაწილი რომ იყოს, არ ენდომებოდა გარშემო არშემდგარი, არასტაბილური სახელმწიფოები ჰყავდეს, არამედ სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი, საქართველოს სახით. 

 

"კრემლისთვის მიუღებელია, რომ მისი მეზობელი საქართველი ნატო-წევრი გახდეს. მას რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით, უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი. თუმცა, ახლა ურჩევნია რომ გარშემო არშემდგარი, არასტაბილური სახელმწიფოები ჰყავდეს, რომელთა მართვა და გამოყენება უფრო ადვილია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.


მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს უკანონო ბორდერიზაციას, რათა ერთი მხრივ, არ დაუშვას საქართველოს ინტეგრაცია ნატოს-ა და ევროკავშირში, მეორეს მხრივ, შეძლოს ამ მგრძნობიარე პოლიტიკურ პროცესში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს.



​"ამიტომ მივმართავთ ოპონენტებს, რომ გვყავს ერთი მტერი, ოკუპანტს ერთი სახელი ჰქვია, მის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ არ ესმით, როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი რუსეთს კი არა, ხელისუფლებას და ქვეყანას ებრძვიან. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner