logo_geo
eng_logo
რუსეთში კაშხალი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
- +

20 ოქტომბერი. 2019. 02:16

 

 

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე სეიბაზე აშენებული კაშხალი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

კაშხალი მოსკოვის დროით ღამის ორ საათზე ჩამოინგრა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალი მრავალი დარღვევით იქნა აშენებული.

 

გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება, რომელშიც 270 ადამიანი და დაახლოებით 50 ერთეული ტექნიკაა ჩართული

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner