logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე მის სიმართლეშია!
- +

7 ივნისი. 2016. 17:39


დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას გამოეხმაურა.



ალბათ, ყველა დამეთანხმება, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს აჩვენა ძალიან მაღალი კლასი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის. მისი სიძლიერე მის სიმართლეშია. ეს არის მარტივად მოსაუბრე, შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ყველა საკითხზე იყო ზუსტი და კრიტიკული, ორმხრივად ობიექტური. რაც მთავარია, რეალური და არა ვირტუალური. ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული პასუხისმგებლობაზე, უპირველესად მმართველი გუნდის მხრიდან, ასევე, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, თითოეული მოქალაქის მხრიდან.

 

ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ რთულია, საზოგადოებას და ხალხს ელაპარაკო მაღალ მატერიებზე, დემოკრატიაზე, როცა ქვეყანაში ბევრს უჭირს, მაგრამ ქვეყანა დღეს სწორად ვითარდება და ამ მიმართულებიდან გადახვევა შეიძლება მნიშვნელოვნად საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის.

 

ყველაზე მკვეთრი მესიჯი, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა, არის ის, რომ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მისდამი ნდობას კვლავ გამოხატავს, ის მზად არის, გააგრძელოს აღებული პასუხისმგებლობა, თუ არა და, ის საკუთარ მომავალს გადახედავს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner