პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ცოტა ხანში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა ატოცთან ბორდერიზაციის პროცესი გუშინ განაახლეს. დღეს დილით ხაზთან შეირაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.