ევროკავშირის სასამართლომ არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმა აკრძალა. სასამართლოს ვერდიქტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა არ უნდა ჩასვან მიგრანტები ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ ჩავიდნენ.
ვერდიქტის თანახმად, ამის სანაცვლოდ საჭიროა არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იმ ქვეყანაში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩავიდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას, რომლებიც შენგენის ზონის წევრები არ არიან, ასევე დანიას, რომელსაც უფლება აქვს, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.