logo_geo
eng_logo
თურქეთი და ქურთები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - არის მსხვერპლი
- +

20 ოქტომბერი. 2019. 18:01

 

ამერიკის დელეგაციის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ქურთების თავდაცვის რაზმებმა სირიის საზღვრისპირა ზონებში 20-ჯერ დაარღვიეს შეთანხმება უსაფრთხო ზონის შესახებ. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ეტ-ტელ-ელ-აბიადის რაიონში ქურთული რაზმების თავდასხმის შედეგად, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი ჯარისკაცი კი დაიჭრა.

 

ამავდროულად, „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთული რაზმები თურქეთის არმიის თავდასხმის შედეგად, 16 მებრძოლის გარდაცვალებისა და სამი დაჭრილის შესახებ იუწყება.

 

მათივე თქმით, მიღწეული საზღვაო შეთანხმების მიუხედავად, თურქეთმა რას ელ-აინის რაიონში შეტევა მაინც განახორციელა.

 

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომელშიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ არის საუბარი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner