მესტია-ზუგდიდის გზის ხაიშის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ქელეხის ინვენტარით იყო დატვირთული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა გადახტომა მოახერხეს.
სატვირთო მანქანა მდინარე ენგურიდან სპეციალური ტექნიკით ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.