logo_geo
eng_logo
ნინოწმინდაში „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა
- +

20 ოქტომბერი. 2019. 20:20

 

ნინოწმინდაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

 

კომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

 

როგორც „imedinews“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner