logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე ლევან მიქაბერიძეს: ვინმემ რომ მოინდომოს თქვენს საქმიანობაში ჩარევა, რას მოიმოქმედებდით?
- +

21 ოქტომბერი. 2019. 12:32

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ 2013 წლიდან, რაც ის მოსამართლედ მუშაობს, რამდენი საქმე განიხილა და მათ შორის თუ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ნორმის განმარტების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია  სასამართლო სისტემისთვის, ან სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით რით იყო ეს საქმე  მნიშვნელოვანი?

 

ამის შემდეგ ნინო გოგუაძემ იკითხა, „ვინმემ რომ მოინდომოს თქვენს საქმიანობაში ჩარევა, თქვენს მიერ წარმოებულ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაში რომ ჩაერიოს. იყოს ასეთი მცდელობა, თქვენ რსა გააკეთებთ, როგორ მოიმოქმედებთ? როგორ დაიცავთ საკუთარ დამოუკიდებულებას?“

 

კანდიდატისგან პასუხის მიღების შემდეგ, რომ ის გამოიყენებს იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობას განამტკიცებს, ნინო გოგუაძე დაინტერესდა კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ სასამართლო ხელისუფლებას ინსტიტუციურად რა გარანტიები შეუქმნა.

 

ამის შემდეგ დეპუტატის კითხვა შეეხებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყალების თაობაზე, - „როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება რა მიზანს ისახავს ქართულ რეალობაში?

 

პრეზიდენტის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებისას რას შეიძლება ეყრდნობოდეს შეწყალების აქტი?

 

შეიძლება თუ არა შეწყალების მიზანი იყოს მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორება ჩვენს რეალობაში?“

 

დეპუტატის ბოლო კითხვა ისევ პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს შეეხებოდა -„კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს საქართველოს ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელი პირები, ვთქვათ პრეზიდენტმა არ განახორციელა ეს უფლებამოსილება,  თქვენი აზრით ის დაარღვევს თუ არა კონსტიტუციას?“

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner