„ყველაფრისთვის მზად ვარ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მზად არის თუ არა, ე.წ მუქარის წერილის საკითხზე პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.
„უკვე არ ვიცი, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები-მეთქი, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი, ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გახარიამ.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა „მუქარის წერილის“ დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ.