logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
- +

21 ოქტომბერი. 2019. 14:51

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

 

კერძოდ, 21 ოქტომბერს,  15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან - ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

 

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

 

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner