„2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტებია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები უკვე ცნობილია. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საკითხები – პენსიები, ხელფასები, მასწავლებლები, ექიმები, ჯარისკაცი და პოლიციელი. ეს პრიორიტეტი კიდევ ერთხელ არის გამოკვეთილი მომავალი წლის ბიუჯეტში და წელსაც არის დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.