logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო მკვლელ სააკაშვილს და მის ბანდას ვერ მოიშორებდა!
- +

7 ივნისი. 2016. 18:04


მოკლული გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო მკვლელ სააკაშვილს და მის ბანდას ვერ მოიშორებდა იქამდე, სანამ ამ არამზადას თავისით არ ამოხდებოდა სული".



ამდენს რომ ტლიკინებთ, უზრდელობთ და ენას ხმალივით იქნევთ, ეს არ არის სიტყვის თავისუფლება? დედითქვენის შვილი იქნებოდით, მიშას დროს ამდენი გაგებედათ. ვეუბნები, მიშას ჟურნალისტებსა და აქ (FB­ში) მყოფ ცხოვრებისგან დაბოღმილ არაერთ ადამიანსაც. შესაძლოა, არ მოგწონდეს, არ გიყვარდეს (რა აუცილებელია?!), მაგრამ ასე გძულდეს, როგორც ზოგ­ზოგიერთს, მართლა არ მესმის. თუ კარგი არაფერი უქნია, რა წაგართვათ, მანიაკი მიშა და მკვლელი, კაცების და თხების გამაუპატიურებელი ახალაიები? თუ კარდაკარ რომ არ დაგიარათ და არ ჩაგიკუჭათ დოლიარები", არ დაგნიშნათ თანამდებობებზე, ეს გეწყინათ? ჩემი სიტყვები ყველას არ ეკუთვნის, რასაკვირველია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ ერთმანეთში გვერევა ხოლმე, რა გვსურს, ვინ გვსურს და რა არის რეალობა. მეც მინდა ილია და დავით აღმაშენებელი, განსაკუთრებით, თამარ მეფეს ვისურვებდი (გიორგი ბაგრატიონის ასულს და არა ბურჯანაძეს), მაგრამ სად არიან? რომელია? მანახეთ და კი ბატონო! რას ჩაიდენს მომავალში, სხვაზე კი არა, ზოგჯერ, საკუთარზე ვერ დადებ კაცი თავს. აქამდე რაც იყო, ვფიქრობდი და ვფიქრობ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო მკვლელ სააკაშვილს და მის ბანდას ვერ მოიშორებდა იქამდე, სანამ ამ არამზადას თავისით არ ამოხდებოდა სული", - წერს რუსუდან შარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner