logo_geo
eng_logo
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ
- +

21 ოქტომბერი. 2019. 16:30

 

 

„წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს წარდგენილი მასალების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადეს.

 

„მიღებული განცხადებისა და წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. მათ შორის, გამოიკითხებიან ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში დღეს ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები წარადგინა. ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. იმ პირების იდენტიფიცირება კი, ვისაც ანაბეჭდები ეკუთვნის, კორძაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner