ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია.
გახარიასგანააო, ესაო, ისაო, ანაბეჭდების ექსპერტიზას გავაკეთებთო, დავუმტკიცებთ რომ მას ხელში ეჭირდებოდაო და ა.შ.
ექსპერტიზას ხომ გადაგვაყოლეს...
მერე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდაო. ალბათ, იმ გათვლით, რომ 120-დან ერთი ხომ მაინც აღმოჩნდებოდა პრემიერის, ანუ მაშინდელი მინისტრის?!
ახლა გახარიას დაწერილი არაა, მისი სახელით მოწერილიაო.
ჰოდა, რა მაინტერესებს: ეს 120 ანაბეჭდი მანამდე დაგროვდა სანამ ადრესატს გადასცეს, თუ ადრესატმა რომ მიიღო მერე ჩამოატარეს წრეზე?
მოკლედ, ხომ გითხარით, ამ წერილის თანახმად ნახევარ ლონდონს დააპატიმრებენ...“ - წერს სალუქვაძე.