1.„Associated Press"-ის კორესპონდენტი ელვინ შტაინკოპფი დანცინგიდან იუწყება ქალაქში არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე 1939 წლის ივლისში. გერმანია მოითხოვდა დანცინგის რაიხისთვის გადაცემას
2. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის ჯარები პოლონეთში შეიჭრნენ. გერმანული ხომალდი „შლეზვიგ-გოლშტეინი" ცეცხლს უშენს პოლონეთის სამხედრო საწყობს დანცინგში
3. გერმანული ავიაცია ბომბავს პოლონეთს. 1939 წლის სექტემბერი
4. ესეს-ის სატანკო დივიზიის ტანკები გადადიან მდინარე ბზურაზე პოლონეთში. 1939 წლის სექტემბერი
5. ესეს-ის სატანკო დივიზიის ჯარისკაცები ისვენებენ პაბიანიცასკენ მიმავალი გზის პირას
6. გერმანელთა მეწინავე ჯგუფი ათვალიერებს დაბომბილ პოლონურ ქალაქს
7. დატყვევებული პოლონელები
8. დიდი ბრიტანეთის მეფე გეორგ VI რადიოთი მიმართავს თანამემამულეებს გერმანიისთვის ომის გამოცხადების დღეს. 1939 წლის 3 სექტემბერი
9. ქალაქის ჰეროლდი უ. ბოსტონი ლონდონის ბირჟის კიბეზე კითხულობს გერმანიისთვის ომის გამოცხადების მანიფესტს. 1939 წლის 4 სექტემბერი
10. 1939 წლის 17 სექტემბერს ბრიტანული ავიამზიდი HMS Couragveous გერმანულმა წყალქვეშა ნავმა U-29 ჩაძირა. ეკიპაჟის 1259 წევრიდან 518 დაიღუპა
11. ვარშავის ნანგრევები. 1940 წლის 6 მარტი
12. პოლონეთის არმიის მიერ დატყვევებული ვერმახტის ჯარისკაცები. 1939 წლის 2 ოქტომბერი
13. მშობლიური სახლის ნანგრევებზე მჯდომი პოლონელი ბიჭუნა
14. ადოლფ ჰიტლერი ვერმახტის ჯარების პარადზე ვარშავაში. 1939 წლის 5 ოქტომბერი
15. გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა პოლონეთი გაიყვეს. ვერმახტისა და წითელი არმიის საერთო პარადი ბრესტ-ლიტოვსკში. 1939 წლის 24 სექტემბერი
16. საბჭოთა ავიაციის დაბომბვის შედეგად ცეცხლმოდებული სახლი ქალაქ ტურკუში, ფინეთი. 1939 წლის 27 დეკემბერი
17. ფინელი ჯარისკაცები თავშესაფარს ეძებენ საბჭოთა ავიაიერიშის დროს. 1940 წლის 19 იანვარი
18. სამხედრო ალაფი - ფინელებმა დაატყვევეს საბჭოთა დივიზია სრული შემადგენლობით და შეიარაღებით. 1940 წლის 17 იანვარი
19. ტერიტორიის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ ფინელები ტოვებენ მშობლიურ ადგილებს. 1940 წელი
20. ქ. სომერვილში (აშშ) რესტორნის მეპატრონე ფრედ ჰორაკმა ვიტრინაზე დააწერა, რომ არ სურს მის რესტორანში გერმანელების სტუმრობა. ჰორაკი წარმოშობით პრაღიდან იყო
21. გერმანიის დასავლეთ საზღვრებთან საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჯარები პოზიციებს იკავებენ. ფრანგი ჯარისკაცები ყაზარმასთან. 1939 წლის 18 დეკემბერი
იხილეთ:
მეორე მსოფლიო ომის ქრონიკა - ომამდელი პერიოდი, ნაწილი 1
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541