„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილის განცხადებით, „ქართული გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში მისი ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. კოღუაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ამბობს, არ
იხსნის პასუხისმგებლობას თავის ნათქვამთან დაკავშირებით და საჭიროა დამატებითი
განმარტებების გაკეთებაც. კოღუაშვილი ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისაც ამის გამო გული ეტკინა.
„ჩემი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის"", როგორც ყოფილი პოლიტიკური
მმართველი ძალის მიმართ, ნათელია და ყველამ იცის, ვინც მიცნობს. მე ეს ტექსტი საკმაოდ
გაშლილი მქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნაწილი ამ ტექსტისა არ იყო სრულფასოვნად
გადმოცემული. მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემს ნათქვამ სიტყვებზე, უბრალოდ
ვთვლი, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო", - აცხადებს კოღუაშვილი, რომელიც
მიხეილ სააკაშვილს იმპერატორს უწოდებს, რომელმაც საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია.